10:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 12:17:43, 1321 ნახვა

სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანს,  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7  წლამდე ვადით.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics