21:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:51:50, 662 ნახვა

პოლიტიკა
„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის

„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის, რომელიც ე.წ. რესპუპლიკის გაზიფიკაციის საკითხებზე იმუშავებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, „გაზპრომის“ წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ.

დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი გოლუბევი ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. 

„განიხილებოდა ბევრი ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ვარიანტზე, რომელიც აპრობირებულია რუსეთის მიერ ბელორუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში, სადაც არის ჩვენი შვილობილი საწარმოები, „გაზპრომს“ კი აკისრია პასუხისმგებლობა მათი ფუნქციონირებისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის მიწოდებისთვის, გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის. ანუ „გაზპრომი“ პასუხისმგებელია გაზის დარგის ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ვალერი გოლუბევმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics