21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 15:49:59, 761 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: თუ პრეზიდენტის განცხადებას დროულად არ გამოიძიებენ, ქვეყნის იმიჯი დაზარალდება

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა მიმართოს.

როგორც დეპუტატმა „ექსპრენიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ საქმე გაუხსნელი დარჩება, ამით დამნაშავეთა წახალისება მოხდება.

„პირველ რიგში დავსვამდი კითხვას - თუ  მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა უკანონო ზემოქმედება, პრეზიდენტმა ამის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია თუ მიაწოდა. ვინაიდან, უკანონო ზემოქმედება არის კანონდარღვევა. დანაშაულის აღმოფხვრა კი სამართალდამცავი ორგანოების ვალია. თუ პრეზიდენტმა მიმართა სამართალდამცავებს, რა ღონისძიებები გაატარეს კანონდამცველებმა და გამოავლინეს თუ არა დამნაშავე. ნებისმიერი ადამიანის ოჯახის წევრზე ზეწოლა, ეს არის დანაშაული. ამ შემთვევაში აუცილებელია მიმართო სამართალდამცავებს, რათა არ მოხდეს დამნაშავეთა წახალისება. რასაკვირველია, დანაშაულის რანგი იზრდება, რაც უფრო მაღალი თანამდებობის წევრის ოჯახის წევრზეა საუბარი. შესაძლოა, ეს ზეწოლა რაიმე ქმედების შეზღუდვის საფუძველი გახდეს ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოხდეს პირის შანტაჟირება. თუ დროულად არ გამოიძიეს ეს საქმე, ქვეყნის იმიჯი დაზარალდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს, ის არ გაუოცებია. მარგველაშვილის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics