22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 10:23:50, 1119 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გერმანიის თანამშრომლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  GIZ-სა და საქართველოს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის, ასევე, GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და საჯარო ფინანსების მართვა, პროფესიული განათლება, საექსპერტო მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით და ბიომრავალფეროვნება.

 კრისტოფ ბეიერმა  მზაობა  გამოთქვა საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერის გაგრძელების თაობაზე.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, GIZ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი მერი შეფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის მთავრობის დავალებით საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს ტექნიკური დახმარების სახით.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics