21:18 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 12:37:33, 1754 ნახვა

მსოფლიო
გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში რადიოსადგურებსა და ტელეკომპანიებს ლიცენზია გაუუქმდა

თურქეთის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლესმა საბჭომ ყველა რადიოსადგურსა და ტელეკომპანიას, რომლებსაც ხელისუფლების მტკიცებით, ღვთისმსახურ ფეთჰულა გიულენთან კავშირი აქვთ, ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამეთვალყურეო ორგანოს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რომელ ტელეკომპანიებსა და რადიოსადგურებს შეეხება ეს გადაწუვეტულება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ ღვთისმსახურს ფეთჰულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ოფიციალურად ითხოვს.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics