07:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 00:23:35, 783 ნახვა

საზოგადოება
ლეღვთახევში, ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდ

კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა. ღონისძიებას  თბილისის  მერი დავით ნარმანია დაესწრო. 

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით წარმოდგენილი  იყო   ძველი  თბილისის  ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ,  დრონით გადაღებული  თბილისის ხედები,  ქვიშით ხატვით მოთხრობილი  თბილისის ისტორია და  გასართობი ვიდეო ანიმაცია.

პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიებისა და ბუნების სინთეზით  მოეთხროთ თბილისის  უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ  ტურისტებითა და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი  ლეღვთახევი შეარჩიეს.

პროექტის მიზანია ტურისტებმა ძველი თბილისის ისტორიული იერსახე გაიცნონ,  შეიტყონ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics