06:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:31:00, 711 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ 20-წლიანი იჯარით შენობა გადასცა.

საუბარია ქ. ბორჯომში,  დ. აღმაშენებელის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართზე. აღნიშნულ ლოკაციაზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარებისა და შშმ პირთა დღის ცენტრი მოეწყობა. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს  სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. 

როგორც "ექსპრენიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნოებს, დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებაზე 70 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარს უჭერენ გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF და  მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის - MAC.  ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სარემონტო სამუშაოების ნაწილს დააფინანსებს.   

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებთან რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს.   ორგანიზაციის მიზანი  რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაა. სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics