04:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 13:06:17, 747 ნახვა

საზოგადოება
ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა

ავიაკომპანია "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი დანიშნა, რომლითაც ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები  ისარგებლებენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განუცხადა.

 „მე ვესაუბრე რამოდენიმე საქართველოს მოქალაქეს. ისინი არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან თბილისკენ გამოფრენას. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ამ დროისთვის, ჩემი მონაცემებით, ვითარება თურქეთში სტაბილური ხდება.  სტამბული და ანკარა ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. ამბოხის მცდელობის გამო, ათათურქის აეროპორტი დახურული იყო, რის გამოც ფრენები ყველა მიმართულებით გადაიდო. არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენები დღის ბოლომდე აღდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics