|
2016-07-16 11:56:07, 1440 ნახვა
მსოფლიო
Anadolu - თურქეთში შეტაკებებისას სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი, დაშავდა
თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1563-ს შეადგენს. ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის მომხრეები ფლობენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ ღამით დაიწყო. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)