19:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 10:38:06, 1050 ნახვა

ეკონომიკა
ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო გაიხსნება

13 ივლისის მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული საწარმოების ნუსხას კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად,  შპს „იწის წყალს“ სიმბოლურ ფასად,  1 ლარად  სახელმწიფოსგან გადაეცემა  ქალაქ ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს შექმნას და  ორ წელიწადში  პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ამისთვის „იწის წყალი“ 233 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად ხუთი მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გაიყიდება.

ახალ საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics