17:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:03:08, 1127 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ობლიგაციები წარმატებით განათავსა

სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. 

ობლიგაციების ვადა 3 წელია, ობლიგაციების განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანი სპრედი. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“. 

როგორც „გალტ & თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს.       

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“ -ის როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“ -ის გუნდს“ განაცხადა „გალტ & თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძე.        

(R ) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics