10:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 13:43:45, 1335 ნახვა

მსოფლიო
სამართალდამცველებმა დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, შტურმით აიღეს

სპეცდანიშნულების ძალებმა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, შტურმით აიღეს.

BBC-ს ინფორმაციით, 6 ტერორისტი ლიკვიდირებულია. ამასთან, სპეცოპერაციის დროს  2 პოლიციელი დაიღუპა და 30-მდე ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველების ცნობით, 13 მძევალი გათავისუფლებულია, მათ შორის 7 იტალიის მოქალაქე.

ცნობისთვის, გუშინ, ბანგლადეში დედაქალაქ დაკაში, შეიარაღებულმა პირებმა დიპლომატიურ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი, ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა 9 ტერორისტმა განახორციელა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  მოგვიანებით დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა 24 მძევალი მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics