16:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:37:02, 682 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს ის, საბოლოოს და ლეგიტიმურს ვერ უწოდებს.

როგორც სერგეენკომ  წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების კომენტირებისას განაცხადა,   მისთვის ერთადერთი ლეგიტიმური კვლევა  არჩევნებია.

„ჩემი პირადი შეხედულება ზოგადად კვლევებზე არის ასეთი, რომ  მნიშვნელოვანია, რა ორგანიზაცია ატარებს კვლევებს. არანაკლებ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვინ ახორციელებს ამ კვლევას. ისევე, როგორც მაგალითად ჯანდაცვაში, მნიშვნელოვანია მეთოდოლოგია. ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოს და ლეგიტიმურს. ეს არის ერთგვარი  შეწავლა, მოთელვა, რაღაც ინფორმაციის აღება. ერთადერთი ლეგიტიმური არჩევნებია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 35%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, 13%-მდე.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად კი,  ტელეკომპანიის ინფორმაციით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics