15:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 23:51:55, 1119 ნახვა

ეკონომიკა
გასულ წელთან შედარებით, ატმის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2016 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე ექსპორტირებული ატმის მოცულობამ 942 ტონა შეადგინა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 52 ტონას შეადგენდა.

ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. წელს ატმის კარგი მოსავალია და კახეთის რეგიონში, ოპერატიული ინფორმაციით, 30 000 ტონაზე მეტი იქნება.

ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთი ფედარაციაში (61%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (25%),  ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.

კახეთის რეგიონში ატამს შპს. ,,ქართული ხილის კომპანიაშია“ იბარებს. აღნიშნულ სამაცივრე-სასაწყობე კომპანიას დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics