18:03 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:14:54, 1684 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ში ფრანგულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

PSP-ში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო. აქციის ფარგლებში რამდენიმე შემოთავაზება გაერთიანდა.

PSP-ს მომხმარებლები ფრანგულ და სხვა ევროპული ბრენდების კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ქალბატონებს ასევე საშუალება მიეცემათ ისარგებლონ სპეციალური პროცედურებით და მიიღონ საჩუქრები. 

„გაზაფხულზე რამდენიმე დღესასწაულია, რომლებიც ქალებს ეძღვნება. ყოველთვის რთულია საყვარელი ქალბატონისათვის საჩუქრის შერჩევა, ამიტომ ჩვენ ყველა აქცია გავაერთიანეთ და მომხმარებელს არჩევანი გავუმარტივეთ. ქართველი მომხმარებლებისათვის ისეთ ცნობილ ბრენდებზე როგორიცაა კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, სებამედი, ვიში, ლა პეტიტ ოლივიე, ჟიაია, ალექს ავიენი, მადე და სხვა ბრენდები ჩვენ ფასები 10-50%-მდე შევამცირეთ. აქცია 1000-მდე დასახელების პროდუქტზე ვრცელდება. ასე რომ, ყველას ვისაც საჩუქრის ყიდვა უნდა, ჩვენთან ყველაზე კარგი შემოთავაზება ელოდება“, - აცხადებენ PSP-ში. 

გარდა ამისა, PSP-ს რამდენიმე აფთიაქში კანის დერმატოლოგიური ტესტირება მიმდინარეობს და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაარკვიოს თუ რომელი ტიპის კანის აქვს და როგორი კოსმეტიკა ესაჭიროება. ცალკეულ აფთიაქები ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს მომხმარებლებს უფასო მაკიაჟის პროცედურებს შესთავაზებენ. 

კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარ ქალბატონ თანამშრომლებს საჩუქარი გაუკეთონ, PSP სპეციაულურ ვაუჩერს სთავაზობს, რათა უფრო მარტივი გახდეს საკუთარი თანამშრომლების გახარება.   

ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები PSP-ს ქსელში 10 მარტამდე გასტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics