16:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 23:08:00, 1065 ნახვა

საზოგადოება
ახალი, ორსართულიანი მატარებელი უკვე საქართველოშია

ახალი, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლები უკვე საქართველოშია. მატარებლების ფოტოებს "საქართველოს რკინიგზა" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ცნობისთვის, როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

პირველ ეტაპზე კომპანიამ 2 ერთეულ ახალი ორსართულიანი მატარებელი შემოიყვანა. უახლოეს პერიოდში კი საქართველოში დამატებით 2 მატარებელი შემოვა. 1 მატარებლის შეძენა „საქართველოს რკინიგზას“ 9,950 მლნ ევრო დაუჯდა.

ინფორმაციისთვის, ახალი მატარებლების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის ფასის გადახედვა არ იგეგმება და ”საქართველოს რკინიგზა”, ბილეთის სიიაფის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ახალი მატარბლები, რომლებიც საქართველოში ივლისიდან გამოჩნდება, ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics