08:28 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 13:36:31, 1332 ნახვა

მსოფლიო
ლიბანში აფეთქებების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა

ლიბანში აფეთქებების სერიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე სოფელ კააში მოხდა. მოძრაობა  “ჰეზბოლასთან” დაკავშირებული ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი.

Reuters-ის ცნობით, ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი ლიბანური ჯარის რამდენიმე სამხედროა.

ცნობისთვის, ლიბანში კონფესიათაშორისო დაძაბულობა სირიის სამოქალაქო ომის ფონზე გამწვავდა. ლიბანში მოქმედი მოძრაობა “ჰეზბოლა” სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლა” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics