06:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 17:18:59, 650 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ, საქართველოსთვის სპეციალურ პაკეტს შევქმნით

ნატო-სთან დაკავშირებით ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის შექმნას გულისხმობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია საქართველოსთან ავღანეთთან დაკავშირებით კარგად თანამშრომლობს.

„რაც შეეხება ნატო-ს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის  „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის  კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics