|
2016-06-15 11:27:48, 807 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარიზიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ფიკრი იშიკს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფიქრი იშიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ თურქეთის მხარდაჭერა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო. „თურქეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ეს მინისტერიალი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალი მინისტრი სრულად ადასტურებს იმ პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან. ის საქართველოს მხარდამჭერია, მეგობარია, პარტნიორია და მზად არის, გააგრძელოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობდით ამ ერთი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია, სადაც შემდეგი სამმხრივი მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. „სავარაუდოდ, სამმხრივი შეხვედრა უკვე თბილისში ან ბათუმში გაიმართება, სადაც ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაცვალეს ინფორმაცია თინათინ ხიდაშელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა. „ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებშია და ერთობლივ ღონისძიებებზე, ერთობლივ შესაძლებლობებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ინფორმირებაზე ყველა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამ ორი ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პოლონელ, ხორვატ კოლეგებს და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდება.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)