|
2015-02-28 02:28:54, 1553 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას რუსეთის ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობა იკრიბება
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობა იკრიბება. ამ წუთებში, მკვლელობის ადგილას ვასილიევის დაღმართზე მიდიან მიხაილ კასიანოვი და გარი კასპაროვი. ადგილზე იკრიბება ხალხი. "ყველა პასუხს აგებს ამ დიდი ბოროტებისთვის, ჩვენ ამას არ დავივიწყებთ, სისხლით აგებენ პასუხს" - განუცხადა სააგენტო "რია ნოვოსტის" კასიანოვმა. ადგიილზე უკვე იმყოფება, ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ილია იაშინი. რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციი ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ოთხი გასროლით მოკლეს. სააგენტო "ტასის" ცნობით, უცნობებმა ნემცოვს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს და მიიმალნენ. სააგენტო "მოსკოვი" იუწყება, რომ ბორის ნემცოვი მარტო არ იმყოფებოდა და მასთან იყო უცნობი გოგონაც. ფოტო შემთხვევის ადგილიდან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)