საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

" />
04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 14:55:27, 674 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობოებს 5-9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელეს.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

ფხალაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

"მნიშვნელოვანია ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათი ხედვა, მათი რეკომენდაციები და ძალიან მნიშვნელოვანია შეჯერებული ქმედება სწორედ იმ დროს, როდესაც აქტუალური ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics