04:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 22:51:00, 945 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც გარშემო თავის მსგავს ხალხს შემოიკრებს

"მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც გარშემო თავის მსგავს ხალხს შემოიკრებს. ეს ვირუსი გამრავლდება და შემდეგ გვექნება გამოუვალი მდგომარეობა" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "სახელწმიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ "კურიერის" ეთერში განაცხადა.

ბურჭულაძის განცხადებით, დღეს ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დგას.

„დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, აბსოლუტურად უსამართლობასთან გვაქვს საქმე. დღეს ჩვენ გვაქვს მურუსიძის სასამართლო. მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც გარშემო თავის მსგავს ხალხს შემოიკრებს. ეს ვირუსი გამრავლდება და შემდეგ გვექნება გამოუვალი მდგომარეობა," - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

ბურჭულაძე აქვე ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს, „გამოიჩინოს ვაჟკაცობა და ქვეყნის სიყვარული“ და მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რომ არჩევნებამდე არ მოხდეს რუსთავი 2-ის საქმის განხილვა.

„ამდენი წელი არ ჰქონია ეს ტელევიზია და 4 თვეც მოითმინოს,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics