22:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 12:54:38, 878 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი სააკაშვილზე: დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა?!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოში მიღწეულ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე აკეთებს აქცენტს.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საზოგადოებას  ტელევიზიების მეშვეობით,  ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებდნენ:

"ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, ხან სახურავიდან, ხან მღვიმეებიდან გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, საოცარი აღმშენებლობა  მიდის, ნაცვლად იმისა, რომ ეკონოიკური წარმატების მხრივ,  რეგიონთან გაეკეთებინა შედარება, რაშიც პირველები არასოდეს არ ვყოფილვართ. დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოგიდგენიათ ახლა როგორი თავხდეობაა?! ჯერ ვთქვათ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეადარო და მერე როგორი უმეცრებაა, როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკინასას?! მაგრამ სხვას რომ ვერაფერს ეძებდა, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება. ყველა ტელევიზიიდან,  იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვირტულურ სამყაროს გვიხატავდნენ.საზოგადოების ნაწილის დამორჩილებას თუ ვერ ახერხებდა, ციხეები გავსებული იყო. ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც.  ამ მეთოდით ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე კარგად სარგებლობს დღევანდელი სიტყვის თავისუფლებით. პირველი ეტაპი დაიძაბნენ, პირველი თვეები, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მოხმდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში აღმიწერეს, წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ისეთი შეშინებულები იყვნენ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics