02:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 11:57:42, 726 ნახვა

საზოგადოება
25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, დღეის ნაცვლად, 10 ივნისს განახლდება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, დღეის ნაცვლად, პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო, ინტერნეტი მიუწვდომელია.

„თბილისის მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი მიუწვდომელია.  შესაბამისად, შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება და შეფერხებით მუშაობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, თუმცა განცხადებები მაინც მიიღება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებია რაიონულ გამგეობებშიც.

ამავდროულად, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო ვერ მოხერხდება. რეგისტრაცია პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.

ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics