02:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 11:31:58, 622 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტური თვითმმართველობა შეხვედრის ინიციატივას განათლების მინისტრისგან ელოდება

''ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას მინისტრისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ის დღეს ერთ დაპირისპირებულ მხარეს ხვდება'', - ამის შესახებ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა.

მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრის ინიციატივა სტუდენტური თვუთმმართველობისგანაც  იქნება, იმისთვის, რომ მას თავიანთი ხედვები გააცნონ.

''რაც შეეხება ბატონ მინისტრთან შეხვედრას, ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კონკრეტული დაპირისპირების ერთ მხარეს ხვდება. სავარაუდოდ, შეხვდება მეორე მხარესაც და ყველა მხარეს, ვისაც რაიმე აზრი გააჩნია და ვისაც პირდაპირ ეხება აღნიშნული ცვლილებები, რომელიც განათლების სისტემაში შესაძლოა წარიმართოს. ამიტომ, რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, მგონია და მჯერა, რომ „აუდიტორია 115“-სა და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კონსტრუქციულად დიალოგი. ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ საუნივერსიტეტო მიზნებისკენ და ერთად მსჯელობით და კამათით მივაღწიოთ შედეგს. შეხვედრის ინიციატივა ჩვენგანაც იქნება რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ხედვები და ინიციატივები გავაცნოთ ახალ მინისტრს პრობლემების მიგვარებასთან დაკავშირებით'', - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics