22:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 09:37:41, 543 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 7-10 ივნისს მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი  მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ნატო-ს გაფართოებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების თემას მიეძღვნება.

8 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მიღებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics