05:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 16:43:46, 4511 ნახვა

კულტურა
გეგა კობახიძე დღეს 55 წლის გახდებოდა

დღეს, ქართველი მსახიობი გეგა კობახიძე 55 წლის გახდებოდა. კობახიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. ის, ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა.

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 მეგობართან ერთად გეგა კობახიძემ თვითმფრინავი ტუ-134A გაიტაცა; გამტაცებელთა შორის იყო კობახიძეს მეუღლე თინა ფეტვიაშვილი. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.

აღსანიშნანია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა.

1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს.

ცნობისთვის, მისი კინოდებიუტი1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ შედგა. შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის ლაზარეს როლი შეასრულა. 1975 წელს კობახიძემ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“ როლი მიიღო, სადაც ცნობილ მსახიობებთან სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე დაუშვილთან ერთად ითამაშა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics