|
2016-06-06 14:59:54, 703 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.მისივე თქმით, ივნისის თვეში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გათავისუფლდება. „მოგეხსენებათ, პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ საკითხს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. განვლილ პერიოდში, ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი სამი მოქალაქე, რამდენიმე დღის წინ რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ 3 ჩვენი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა, ალბათ, ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გათავისუფლდება, რიგით მე-7. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა, ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება. ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაში პრაღაში კიდევ განვიხილავთ და ბოლო ნაბიჯს გადავდგამთ”,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მან გათავისუფლებულთა გვარების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. „არც ვიცით ამ ხალხს უნდათ თუ არა მათი გვარები ვახსენოთ. ჯაშუშობის ბრალდებით არის ყველა დაკავებული, ვინც გათავისუფლდა. წინა სამი მოქალაქე 2014 წელს გათავისუფლდა. რამდენიმე დარჩა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე გათავისუფლდა”,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)