|
2016-06-06 12:01:30, 802 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 15,4%-ით გაიზარდა
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს. 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 7,6% - საშუალო, ხოლო 9,7% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 80,6%, საშუალოზე - 9,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 10,1%. საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 9,3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,3%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5,8 მილიარდი ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1 %-ით მეტი ). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 577,6 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,9%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0% ქალია, ხოლო 59,0% - კაცი: დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 24% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 541,3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1506,9 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 %-ით მეტი ). 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 922,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 70,7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 687,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 46 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1092,2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 724,8 ლარი; მცირე ბიზნესი – 513,1 ლარი. 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 46,9% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 10,9%-იანი წილით. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 10,6%-იანი წილით და მშენებლობა - 7,8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 23,7% - სხვა დარგებზე ნაწილდება: 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (20,6%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (17,2%) და მშენებლობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 15,3%-იანი წილით, ოპერაციე ბი უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 22 პროცენტიანი წილი უჭირავს: 2016 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად, 25,7%, 14,1% და 10,4%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა2016 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7%, 14,1% და 10,4%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,2%), მშენებლობის (9,8%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,1%).
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)