|
2016-06-02 15:07:27, 1004 ნახვა
რეგიონი
ნოდარ ჯავახიშვილი სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უგზოობაა, რაც განსაკუთრებით მძაფრად უხვი ნალექის დროს იჩენს ხოლმე თავს. მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება. მინისტრმა სურების მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული და უახლოეს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლამდე მისასვლელ 18 კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და მისი მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული გზის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)