|
2016-06-01 15:36:03, 977 ნახვა
რეგიონი
მცხეთაში ახალი ხიდი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთაში მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება. რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდ. მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი მღვდელმსახურებისა და მლოცველებისათვის ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგსის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) განლაგებული. სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება. ძველის ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე დატვირთვებსა და საქალაქო ხიდის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. ხიდის მნიშვნელობისა და მოძრაობის გაზრდლი ინტენსივობის გათვალისწინებით, აშენდება ახალი ხიდი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქ-მუზეუმისადმი წაყენებულ არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას. ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 363 440 ლარი ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)