|
2016-05-25 15:03:50, 541 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა: საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს ისეთ სამხეცეთში მუშაობას, როგორიც დღეს საქართველოს პარლამენტია. მისი შეფასებით, დღეს საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. „ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია, მთლიანად ასახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს იყო ცინიზმით აღსავსე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. როდესაც მტერი შენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეს კლავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ღიად ლობირებენ მტრის ჯაშუშების გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის ურთიერთობა დამპყრობელთან იმ კონდიციამდე თბება, რომ მწვანილის გატანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისულფებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმი მართავს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა რომელბმაც ჩაიდინეს ის მხეცობა, რომელიც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადო თქვენთან ერთად მუშაობას. ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განახებთ იგივე შედეგს, რაც კორცხელსა და ნასაკირალში იგემეთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)