14:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:35:56, 646 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ფოტოგამოფენა „დაიცავი დაბრუნების უფლება" დაათვალიერა

„დაიცავი დაბრუნების უფლება",- ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა  დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მეორე დღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებას ასახავს.

 მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი საგამოფენო პავილიონს ქართულ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა და ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანების თვალით დანახულინამუშევრები დაათვალიერა.

გამოფენა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას გაერო-ს წევრი ქვეყნები იღებენ.

სამიტის საგამოფენო პავილიონი მთლიანად დაეთმო ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების ფოტოგამოფენებს,რომელიც ღიაა სამიტში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ სტამბოლში ჩამოსული 5000-ზე მეტი სტუმრისათვის.

გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics