07:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 15:14:28, 648 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებმა აჩვენა, რომ  ქართველი  ხალხი ივანიშვილის რეჟიმს უარს ეუბნება:

"მინდა გამოვეხმაურო წინასწარი არჩევნების შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის, ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას, რომელმაც თავი ვერაფრით დაამახსოვრა ამ 4 წელიწადში-ვერ გააკეთა ვერც ერთი საქმე; ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ვერ მოაგვარა ვერც ერთი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ქართველ ხალხს. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო სიგნალი.ხელისუფლება,  რომელიც არ ზრუნავს ხალხზე და არ აწუხებს ხალხის მომავალი, ასეთი საქართველოში დამარცხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების", 2-ში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics