07:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 13:56:11, 607 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ

 „ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზსუტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს.

ბერძენიშვილის თქმით, ძალადობის ყველანაირი გამართლება არის დაუშვებელი.

„ყველანაირი გამართლება ძალადობისა არის  დაუშველებლი. ის, რომ გუშინ კალაძე  არასწორად ლაპარაკობდა და კობახიძე, რომ წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა, ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მარტო ისინი არ არიან, ალბათ  ემოციურად იყვნენ გუშინ. პარტია გააკეთებს ალბათ სათანადო განცხადებას. ის იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა  ხალხის საცემად  და ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა ეცემათ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics