|
2016-05-23 10:47:13, 584 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს. მინისტერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტერიალს ასევე დაესწრებიან ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განიხილება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)