|
2016-05-22 22:48:02, 635 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა. ამასთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ მედიას შესაბამისი ფოტო მასალა წარუდგინა. „სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. გიგა ბოკერიას ზონდერჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, გიგა ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი; ვლადიმერ სხულუხია, „თავისუფალი ზონის“ წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა; თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი; ანრი ბიჭინოვი; ილია მარტყოფლიშვილი; ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუთიძე“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)