|
2016-05-22 19:07:08, 643 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც ბოკერია და ბეჟაშვილი ხელმძღვანელობენ
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი დიპლომატიური კორპუსი იყო. კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში პროვოკაციის განხორციელება შეძლო. „მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს სოფელ კორცხელში არჩევნების ჩაშლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)