05:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 16:00:40, 651 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამიტი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად იმართება და მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის ლიდერი მიიღებს.

სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 5 ათასი მონაწილე დაესწრება, მათ შორის  საერთაშორისო ჰუმანიტარული  ორგანიზაციების, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამიტის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი  თემები, როგორებიცაა „ჰუმანიტარულ სფეროში ღონისძიებები", „დაუცველობის შემცირება და რისკის მართვა", „ინოვაციის მეშვეობით ტრანსფორმაცია" და „კონფლიქტებში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება".

სამიტზე ასევე ყურადღება დაეთმობა სირიის კრიზისის თემას და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics