|
2016-05-19 19:04:33, 768 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში „პროგრამის მართვის საწყისი საორიენტაციო კურსი“ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის (CUBIC) პროგრამის მენეჯერის ბილ ქრეივენის და რესურსების მართვის ექსპერტის ნორმ ბრინსლის მიერ წარმართული „პროგრამის მართვის საწყისი საორიენტაციო კურსი“ დასრულდა. პროგრამის კოორდინატორებისა და მენეჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე დაესწრო. „ჩვენ მინიშვნელოვნად გავზარდეთ მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პროცესში ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. ამავდროულად, ამერიკული მხარე, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი გვეხმარება, რომ უფრო მეტად კვალიფიციურები იყვნენ ჩვენი სამხედროები, მეტად ჩართულები იყვნენ და კვალიფიციურად მუშაობდნენ ამ პროცესში. მათ პირველად ჩაატარეს ტრენინგი და ამ ტრენინგის საფუძველზე მრავალმა სამხედრომ მიიღო სერტიფიკატი. ვფიქრობ, ეს კვალიფიკაცია მათ საბიუჯეტო პროცესის უკეთესად წარმართვაში დაეხმარება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. თავდაცვის მატერიალური რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციიის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. პროგრამის კოორდინატორებისა და მენეჯერებისათვის ტრენინგები თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის კოორდინაციით გაიმართა. სასწავლო კურსი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პროგრამის კოორდინატორი და მენეჯერი წარმართავს და კოორდინაციას უწევს თავდაცვის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს. თავდაცვის სამინისტროში პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ თითოეული ღონისძიების შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კონკრეტული პირი. აღნიშნულ პროცესს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ხელმძღვანელობენ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)