09:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 12:04:50, 636 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ლაიფციგში, ბუნდესტაგის დეპუტატ, დოქტორ თომას ფეისტთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრა, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის  ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.

,,ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბავშვთა ჰოსპისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა, რადგან საქართველოშიც შენდება პირველი ასეთი დაწესებულება. საინფორმაციო მასალების გაცვლაზე უკვე შევთანხმდით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ " ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა, რომლებიც საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენებენ.

მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ჰოსპისის წარმომადგენლები საქართველოში ჰოსპისის გახსნაზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც  პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.  ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics