|
2016-05-17 16:52:53, 1016 ნახვა
ეკონომიკა
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა
ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია Listen to Voice (ჩემი ხმა) შეიქმნა. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირის პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. აპლიკაცია განკუთვნილია აუტისტური სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვვებისთვის. აპლიკაცია შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც კონსულტაციას ქცევითი თერაპევტი უწევდა. „ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი ასაკის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის დამყარების საშუალება ეძლევათ. აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები და სურათები მოიცავს პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია, თითი დაადოს შესაბამის სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით ადრესატს შეატყობინებს, თუ რა სურს კონკრეტულად მას. აპლიკაცია მოიცავს საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს და 133 გამოსახულებას (სურთს და სიმბოლოს). “ეს არის სიცოცხლის ხის ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი ტიპის აპლიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კომუნიკაციაში, დაეხმარება მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში და ძალიან მიხარია „სიცოცხლის ფონდის“ მიერ ასეთი პროქტის დაფინანსება. „საქართველოს ბანკს“ სიცოცხლის ფონდის მეშვეობით დაფინანსებული აქვს 23 პროექტი, მილიონ ლარამდე პროექტი, რომელიც ხელს უწყობს შშმ ბავშვების ინტეგრაციას“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ. აპლიკაცია „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ ინიციატივით შეიქმნა: „ეს აპლიკაცია ჩვენი ინიციატივით შეიქმნა- ჩემი მეუღლის, ქცევითი თერაპევტის. ფონდი „სიცოცხლის ხის დაფინანსებით“. ეს არის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, ვისაც აქვთ მეტყველების პრობლემები, მან შეიძლება ასევე მეტყველების სიმულაციის ფუნქციაც შეასრულოს“,-აღნიშნა აუტიზმის საზოგადოების წევრმა, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა ხათუნა მაკალათიამ. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყოველგვარი ღირებულების გარეშე, შესაძლებელია როგორც Google Store-დან, შესაბამისად, აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც android -ის, ასევე ios სისტემაზე მომუშავე პლანშეტებზე. საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506, 051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 063 000 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი, საჩუქრად ეტლი გადასცა. ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია, მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი, ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge
(R)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)