01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 13:14:18, 582 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 20 წლის წინ, ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ორივე ქვეყნის განვითარებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics