|
2016-05-15 12:59:44, 704 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში გაიმართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გამოყენება შესთავაზა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში 24-25 მაისს დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძებაზე მოიწვია. დღესვე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქ კოლეგას შეხვდება და სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)