00:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:29:57, 750 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა ჩიტაძე: პოლიტიკური პარტიების მხრიდან პაატა ბურჭულაძის კრიტიკა კონკურენციითაა განპირობებული

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი პარტიიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კრიტიკა სხვა პარტიების მხრიდან კონკურენციითაა განპირობებული.

როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს რეალური შანსი აქვს კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ პარტიას არა მარტო ბურჭულაძის ავტორიტეტის მეშვეობით, არამედ პარტიის ინტელექტუალური რესუსრსისა და სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსების წყალობით.

„პირველ რიგში ეს განპირობებულია იმით, რომ დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ეს ახლად დააფუძნებული პარტია საკმაოდ ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენს. ამას განაპირობებს როგორც ბატონ პაატას მაღალი ავტორიტეტი, ასევე პარტიის ინტელექტუალური რესურსი.

ყველანი აცნობიერებენ, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი ძალა. ბევრი ისეთი ადამიანია პარტიაში, რომლებსაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს, ესეც ალბათ მისი უპირატესობაა ბევრ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით.

ამომრჩევლის ნახევარზე მეტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა. აბსოლუტურად რეალურია, რომ ამ პარტიამ - „სახელმწიფო ხალხისათვის“ ელექტორატის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვოს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics