22:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 09:52:11, 663 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრს მიაღწია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ პრემიერმა Sky News-ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას აკეთებს საქართველო ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად

პრემიერმა განაცხადა, რომ ამ მიზნით ევროკავშირის ყველა ქვეყანაში პოლიციის ატაშეები დაინიშნენ და პროგრესი უკვე შეინიშნება.

„საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა კორუფციის დაბალი დონით. ზოგიერთი მთავრობა რჩევებს იღებს ჩვენგან. მაგალითად, იუსტიციის სახლი არის ძალიან კარგი კონცეფცია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან მოხდა. პროგრესი, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, მოწმობს იმას, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება და მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერა, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება,“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics