20:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 12:43:45, 601 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი: ვახტანგ გომელაურს დღეს ცხელი საათები ელოდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში „ძალიან ცხელი საათები ელოდება“.

როგორც აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტან გომალაურთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ.

"ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც დავსვამთ. ეს ეხება პირადი კადრების გამოყენებით ოპონენტების შანტაჟს, რუსთავი 2-ის  გენერეალური დირექტორის მიმართ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და ცნობილი ჟურნალისტების მიმართ.. ამ საქმეებზე არანაირი რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს, ამიტომ ეს ადასტურებს ეჭვს, რომ თავად ეს სამსახური იყო ჩართული ამ საქმეებში. კითხვები გვექნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ გართულებულ ვითარებას. ამიტომ ცხელი საათები ელოდება ბატონ გომელაურს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს 16:00 საათზე მოუსმენენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics