22:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 13:09:32, 1258 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოში” გაწევრიანებას გეგმავდნენ

ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოს” რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, მამაკაცები სირიაში ჩასასვლელად ოკეანის ნავით გადაცურვას გეგმავდნენ.

სამართალდამცველების თქმით, ხელისუფლებამ დაკავებულების პასპორტები გააუქმა, რომ მათ ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ. მათივე ვარაუდით, მამაკაცები ავსტრალიიდან ინდონეზიის გავლით ფილიპინებამდე მიღწევას გეგმავდნენ, საიდანაც სირიაში გადასვლას აპირებდნენ.

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რადიკალი მუსლიმი მქადაგებელი მუსა სერანტონიო, ასევე მისი ძმა ჯუნაიდა ტორნა არიან.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ავსტრალიის 110 მოქალაქე იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics