23:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 13:33:35, 624 ნახვა

საზოგადოება
​„ვეფხისტყაოსანი" კორეულ ენაზე გამოიცა

კორეაში, ქალაქ სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი" გამოიცა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი" კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია.

უწყების ინფორმაციით, პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე" საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს. 

ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქალაქ სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა უწევდა

ცნობისთვის, "ვეფხისტყაოსნის" კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics