|
2016-05-06 17:11:19, 567 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე: ასეთ რეფორმას უფრო მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კამპანიის იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ეხება. უსუფაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი რთული და კარგად შესასწავლი თემაა და ასეთ რეფორმას მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. „მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი, უბრალოდ, ვალდებული ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები. წარმოდგენილია ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ვერსია. არ ვიცი, ეს არის საუკეთესო ვერსია თუ შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, მაგრამ ამაზეც მუშაობა დასაწყებია. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი. ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემა, რადგან ეს ეხება სამართალდამცავ სისტემას და ზოგადადაც, მგონია, რომ ასეთ რეფორმას სჭირდება გაცილებით მეტი და მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს მიმავალ პარლამენტს. ვთხოვე ავტორებს, რომ მეტი მასალა მომაწოდონ, რომ გავეცნო უფრო კარგად“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)